სს "პეისერა ბანკი საქართველო" - პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკი საქართველოში



სს"პეისერა ბანკი საქართველოსა" და Paysera LT-ის ლიცენზიები

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა საქართველოზე", ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.

სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.

ხოლო Paysera-ს ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი Paysera LT წარმოადგენს ლიცენზირებული ელექტრონული ფულის ინსტიტუტს, რომელსაც 2012 წლიდან აქვს უფლება ევროკავშირის მაშტაბით შეასრულოს ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები და გაუწიოს საგადახდო მომსახურება მომხმარებლებს. ელექტრონული ფულის ინსტიტუტის ლიცენზია გაცემულია ლიეტუვას ბანკის მიერ.

ფინანსური და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

პეისერა ბანკ საქართველოში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემებისა და ფინანსების დაცულობა უზრუნელყოფილია საქართველოს კანონმდებლობის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოებით, რაც გულისხმობს ფინანსური თაღლითობის რისკების მინიმუმამდე დაყვანას.

ზედამხედველობა

სს"პეისერა ბანკ საქართველოზე" ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის მოქმედება, რაც გულისხმობს ბანკის საქმიანობის რისკებისა და სპეციფიკურობების გათვალისწინებით, ეფექტურ საზედამხედველო რეჟიმს და საზედამხედველო მოთხოვნებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბანკის და საფინანსო სექტორის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.

ხოლო Paysera ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი ექვემდებარება ლიეტუვას ბანკის ზედამხედველობას, იხილეთ ლიეტუვას ბანკის ოფიციალური ვებგვერდი: www.lb.lt.

რა არის საგადახდო ინსტიტუტი?



 

რა არის საგადახდო ინსტიტუტი?

 

საერთაშორისო PCI DSS უსაფრთხოების სერტიფიკატი



PCI DSS (Payment Card Industry Data Security Standard) სერტიფიკატი უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და პროცესების საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სერტიფიკატი არეგულირებს მოთხოვნებს კომპანიებისთვის, რომლებიც იღებენ გადახდებს ბარათის მეშვეობით და ამუშავებენ მომხმარებლის მონაცემებს. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ Paysera სისტემა აკმაყოფილებს PCI DSS-ის მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს Paysera-ს ქსელში წელიწადში 6 მილიონამდე ექვაირინგის საბარათე ტრანზაქციის უსაფრთხოდ განხორციელებას.

პროცესისა და მონაცემების უსაფრთხოება



მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვა

სს "პეისერა ბანკი საქართველო" მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. ბანკი უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებას და მომხმარებელს აწვდის სრულ და დეტალურ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

სისტემის მონიტორინგი

Paysera ქსელი იყენებს მრავალ განსხვავებულ სისტემას, საკუთარი სისტემის მუშაობის, ასევე მომხმარებლების მიერ შესრულებული ოპერაციების მონიტორინგისთვის.

დაშიფრული მონაცემები

Paysera-ს სისტემაში მომხმარებლის პერსონალურ და ფინანსურ მონაცემთა გაცვლა ხორციელდება დაშიფრული მონაცემების საფუძველზე, რათა არ მოხდეს ინფორმაციის უკანონო გადინება.

პერიოდული აუდიტი

Paysera ქსელი უზრუნველყოფს სისტემის მუდმივ განახლებასა და სრულყოფას, რომელიც პერიოდულად მოწმდება შიდა და გარე აუდიტის მიერ.

ინტერნეტ და მობაილ ბანკის უსაფრთხოება

თანამედროვე სამყაროში ციფრული სერვისების განვითარებასთან ერთად გაიზარდა კიბერ დანაშაულის რისკი. პეისერა ბანკი საქართველო უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალურ უსაფრთხოებას, თუმცა ფინანსური და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მომხმარებელმა თავდაც მიიღოს შესაბამისი ზომები. იხილეთ რეკომენდაციები.

უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუმენტები

Paysera-ს სისტემა იყენებს ძლიერ, ორ-ფაქტორიან ავთენტიფიკაციას (2FA), რომელიც მოითხოვს იდენტიფიკაციისთვის ორ განსხვავებულ ფორმას. 2FA აძლიერებს სისტემის უსაფრთხოებას და შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცულობას.

"იცნობდე შენს კლიენტს"

პეისერა ბანკი საქართველო იცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის უმაღლეს სტრანდარტებს. ასევე Paysera-ს ქსელი ყველა პარტნიორისგან, მათი მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან ითხოვს აღნიშნული სტანდარტების დაცვას. არსებული შიდა პოლიტიკები და პროცედურები უზრუნველყოფს მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას "იცნობდე შენს კლიენტს" (KYC). პრინციპის შესაბამისად.

კიბერუსაფრთხოების მართვა

გარდამავალი დებულება (2023 წლის 15 დეკემბრამდე) - სს „პეისერა ბანკი საქართველო“ მოწოდებულია და აქვს საკმარისი შესაძლებლობა უზრუნველყოს კლიენტები უსაფრთხო დისტანციური სერვისებითა და მომსახურებით.

კლიენტისათვის დისტანციური სერვისების და მომსახურების მიწოდებისას, ბანკის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, ვებ.გვერდზე განთავსებული ან სხვა გზით ბანკის მიერ კლიენტისათვის გაზიარებული წესებითა და პირობებით

სს „პეისერა ბანკი საქართველოს“, როგორც საქართველოში პირველი ციფრულ ბანკს, გათვითცნობიერებული აქვს საინფორმაციო სისტემის უსაფრთხოების მნიშვნელობა და პასუხისმგებელია კლიენტების წინაშე მათთვის სისტემების პოტენციური გაუმართავობით გამოწვეული პირდაპირ ზიანზე (რომელიც არ მოიცავს ნებისმიერ არაპირდაპირი ზიანის (ზარალის) ან/და დაკარგულ მოგების, ბიზნესის, შემოსავლის ან დაგეგმილი დანაზოგების ანაზღაურების ვალდებულებას).

ამასთან, ბანკის არ აგებს პასუხს თუ კლიენტის მიერ არ იქნება დაცული ბანკის რეკომენდაციები ( რეკომენდაციები Paysera-ს უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რეკომენდაციები ონლაინ გადახდების მიღების შესახებ), თუ ზიანი გამოწვეულია კლიენტის თაღლითური, არაკეთილსინდისიერი ქმედებით, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, კლიენტის მოწყობილობის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით,ვირუსით ან სხვა მსგავს პრობლემით, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური სერვისით სარგებლობასთან, ასევე, კანონმდებლობითა და კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწნებულ შემთხვევაში.

კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწნებულ შემთხვევაში.