ვალუტის კონვერტაცია

პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ მუდმივად ხელსაყრელ ვალუტის გაცვლით კურსს

თავიდან აიცილეთ ზედმეტი დანახარჯები ვალუტის კონვერტირებისას და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული განსაკუთრებული პირობებით.  

გადაცვალეთ თქვენთვის სასურველი ვალუტა   ინტერნეტ ბანკის ან Paysera Super App-ის მეშვეობით მრავალ განსხვავებულ ვალუტაში. კონვერტირებული თანხა ანგარიშზე ავტომატურად აგესახებათ.  

გახსენით ანგარიში დღესვე და დარწმუნდით პეისერა ბანკის უპირატესობებში!  

#
#
#

როგორ ვისარგებლოთ საუკეთესო გაცვლითი კურსით?

ფიზიკური პირებისთვის

მიიღეთ საუკეთესო შეთავაზება Paysera-სგან ყოველთვიურად 500 EUR-მდე დაკონვერტირებისას.

ასევე განსაკუთრებული ტარიფები ვრცელდება მათთვის ვინც ერთდროულად ცვლის 5000 EUR-ს.

იურიდიული პირებისთვის

თუ თქვენი კომპანია ერთდროულად აკონვერტირებს 5000 EUR-მდე - ავტომატურ რეჟიმში გამოჩნდება განსაკუთრებული შემოთავაზება.

თუ თქვენი კომპანია დაკავებულია საზღვარგარეთ ვაჭრობით და სჭირდება დიდი თანხების კონვერტირება ყოველთვიურად - დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან სპეციალური შეთავაზება.

ვალუტის გაცვლითი კურსის ონლაინ კალკულატორი

შეამოწმეთ ვალუტის გაცვლითი კურსი და გადარიცხეთ თანხა  

ვალუტის კონვერტირება აპლიკაციის გამოყენებით

ვალუტის კონვერტირების საუკეთესო გზაა გამოიყენოთ ჩვენი უფასო მობილური აპლიკაცია.  

1. გახსენით Paysera მობილური აპლიკაცია  
2. გადადით გადარიცხვებში  
3. აირჩიეთ - ვალუტის გადაცვლა  
4. შეიყვანეთ თანხის ოდენობა და ვალუტა, რომლის კონვერტირებაც გსურთ და დაადასტურეთ მოქმედება  

Paysera გთავაზობთ მულტი სავალუტო ანგარიშს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თანხები მრავალ განსხვავებულ ვალუტაში ერთდროულად - Paysera მობილური აპლიკაცია

#
#

გადაცვალეთ GEL EUR-ში, USD-ში, GBP-სა და სხვა მრავალ ვალუტაში!  

Paysera გთავაზობთ ვალუტის კონვერტირებას 30-ზე მეტ განსხვავებულ ვალუტაში.  

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტები არის EUR, GBP, USD, RUB, HUF, RON, BGN და PLN. თუმცა ასევე შეგიძლიათ გადაცვალოთ თანხა ისეთ ვალუტებში, როგორიცაა HKD (ჰონ კონგური დოლარი), CNY ( ჩინური იუენი), INR (ინდური რუპია ) და სხვა მრავალი.  

ხშირად დასმული კითხვები 

მიიღეთ პასუხები თანხის საზღვარგარეთ გადარიცხვასთან დაკავშირებით
  1. ანგარიში. თქვენ უნდა იყოთ პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებელი, რათა ისარგებლოთ Paysera-ს შემოთავაზებული ვალუტის გაცვლითი კურსით. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარეგისტრირებული, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და გახსენით Paysera ევროპული ანგარიში

  2. ანგარიშის შევსება. Paysera ევროპული ანგარიშის შევსება ევროში შეგიძლიათ სტანდარტული საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ხოლო ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ დააგენერიროთ შევსების ინსტრუქცია.

  3. ვალუტის გადაცვლა. თუ თანხას ფლობთ სხვა ვალუტაში და მისი კონვერტირება გსურთ - გახსენით აპლიკაცია, შედით გადარიცხვებში, აირჩიეთ ვალუტის გადაცვლა და დააკონვერტირეთ თანხა.

  4. ნაშთი. აპლიკაციის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ნაშთი განსხვავებულ ვალუტებში

თუ თანხის გაგზავნა გსურთ საზღვარგარეთ (მაგ. ევროსგან განსხვავებულ ვალუტებში), შეგიძლიათ აირჩიოთ თანხის ავტომატური კონვერტირება გადარიცხვის დროს, ან დააკონვერტიროთ თანხა აპლიკაციის ან ონლაინ ბანკის გამოყენებით და შემდეგ შეასრულოთ გადარიცხვა.

როდესაც თანხას აკონვერტირებთ გადარიცხვის დროს ავტომატურად - სისტემა ირჩევს თანხის ზუსტ ოდენობას კონვერტაციისთვის.

Paysera მობილური აპლიკაციის მეშვეობით თანხის გადარიცხვა საზღვარგარეთ
აპლიკაციის მეშვეობით გადარიცხვის შესასრულებლად შედით გადარიცხვებში, აირჩიეთ ახალი გადარიცხვები > საბანკო გადარიცხვები > შეიყვანეთ მიმღების ინფორმაცია და დაადასტურეთ გადარიცხვა.  

Paysera ონლაინ ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა საზღვარგარეთ  
გაიარეთ ავტორიზაცია bank.paysera.com-ზე , მენიუში მარცხნივ აირჩიეთ გადარიცხვები> საბანკო გადარიცხვა და შეავსეთ მონაცემები.  

არ დაგავიწყდეთ სასურველი ვალუტის არჩევა.

დიახ. ვალუტის კონვერტირება შეგიძლიათ როგორც Paysera აპლიკაციის, ასევე ონლაინ ბანკის მეშვეობით.  
ონლაინ ბანკით ვალუტის კონვერტირებისთვის - გაიარეთ ავტორიზაცია bank.paysera.com-ზე > მენიუში მარცხნივ აირჩიეთ "ვალუტა" > ვალუტის გადაცვლა> მიუთითეთ ანგარიში, თანხის ოდენობა და ვალუტა. კონვერტაციის შესრულებისთანავე თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე.  

დიახ, სპეციალური გაცვლითი კურსი ავტომატურად განისაზრვრება თუ თქვენ აკონვერტირებთ ერთდროულად 5000 EUR-ზე მეტს (როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისთვის). იმ შემთხვევაში თუ მუდმივად აკონვერტირებთ დიდ თანხებს, ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირების შემდეგ, შესაძლოა თქვენთვის განისაზღვროს განსაკუთრებული გაცვლითი კურსი.